მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აფხაზეთის კონფლიქტი რუსეთის პროვოცირებულია" - აფხაზი ბლოგერი ევროპარლამენტში

64b7b7c7adb7e
გიგა ბენია
19.07.23 14:43
1220

ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში საცხოვრებლად გადმოსული აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. ახალგაზრდული მოძრაობა “ამრას” ინფორმაციით, დაურ ბუავამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში "მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში".

ბლოგერი შეხვედრის მონაწილეებს აფხაზურ ენაზე მიესალმა, რის შემდეგ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.

"30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა... ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართულ ენასთან გათანაბრებულია. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ იცოდნენ... ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტი დააპროვოცირა - ეს იყო რუსეთი", - განაცხადა აფხაზმა ბლოგერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები