მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და საქართველოს გვერდით - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

62187e3d5d161
ინგა მურუსიძე
25.02.22 11:00
848
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს, დერეკ ჩოლეტს ტელეფონით ესაუბრა.

ჩოლეტი სატელეფონო საუბარს Twitter-ის საშუალებით ეხმაურება:

„ვესაუბრე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს რუსეთის წინასწარგანზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, საქართველოს მიმდინარე ოკუპაციაზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინისა და საქართველოს გვერდით მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", - წერს ის.