მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალი რანგის კორუფცია და ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც გამოძიების უფლება არ აქვს - სახ.დეპის ანგარიში

სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2023 წლის საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც არაერთ საკითხს მათ შორის კორუფციის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას მოიცავს.

ქვეთავში, სახელწოდებით "კორუფცია მთავრობაში" ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ საქართველოში გახშირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები ელიტური კორუფციის შესახებ, ამასთან ხაზგასმულია რომ საქართველომ შექმნა ანტიკორუფციული ბიურო, თუმცა მთავრობამ თავი შეიკავა ამ ბიუროსთვის საგამოძიებო უფლებების მინიჭებისგან. შესაბამისად, კორუფციის საკითხებზე გამოძიების უფლება ამჟამად მხოლოდ სუს-სა და პროკურატურას აქვთ.

"საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა კორუფციის შემთხვევებზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს და საქართველოს მთავრობა ძირითადად აღნიშნულ კანონმდებლობას ეფექტიანად არ აღასრულებდა. იყო გავრცელებული ინფორმაციები ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის შესახებ.

კორუფცია: NGO-ები განაგრძობდნენ სუსტი დამაბალანსებელი ზომების სისუსტისა და საგამოძიებო უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ შეშფოთების გამოთქმას, რაც ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის განმაპირობებელ ფაქტორებად არის დასახელებული. 2023 წლის 3 ნოემბერს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა ინფორმაცია 151 გამოუძიებელი საქმის შესახებ, სადაც სავარაუდო კორუფციის ფაქტებში ჩართული იყვნენ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები. სექტემბრის მდგომარეობით 99 საჯარო მოხელე იყო დაკავებული კორუფციის ბრალდებით.

NGO-ები მიუთითებენ სახელმწიფო კომპანიებში კორუფციის პრევენციის მექანიზმების სისუსტეზე. NGO-ები განაგრძობდნენ ქვეყანაში სუს-ის გარეთ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის აუცილებლობაზე ხაზგასმას, რადგანაც მათი შეფასებით, სუს-ის მაღალჩინოსნები ამ ფუნქციას არაკეთილსინდისიერად ასრულებენ.

თებერვალში ამოქმედდა ახალი ანტი-კორუფციული ბიურო, რომელიც კორუფციასთან ბრძოლისთვის შეიქმნა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად, კანონი არ აძლევს სამსახურს საგამოძიებო უფლებებს, რომელიც სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურსა და პროკურატურას აქვთ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები