მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი აშშ-ის სახდეპის ანგარიშს მიკერძოებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებულს უწოდებს

64196229720ed
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.23 12:05
733
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც გუშინ გამოქვეყნდა, მიკერძოებული არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნებისა და ინფორმაციების საფუძველზეა მომზადებული და მისთვის ეს საინტერესო არ არის.

საქმე ის არის, რომ აშშ-ის სახელმწიფო ადამიანის უფლებების პრაქტიკის 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა თემებთან ერთად, საქართველოში არსებული მედიაგარემო მიმოიხილა. კერძოდ საუბარია ნიკა გვარამიას მიმართ 16 მაისის გადაწყვეტილებაზე, როდესაც მას პატიმრობა მიუსაჯეს.

„ანგარიშს და ძირითად აქცენტებს ძალიან მოკლედ გავეცანი. სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ანგარიში ეყრდნობა ძირითადად იმ ინფორმაციებს, რომელიც მიწოდებული იყო ე.წ. ელიტური NGO-ების, არასამთავრობო ორგანიზაციების მომზადებულ არაობიექტური, მიკერძოებული, სუბიექტური და უსამართლო დასკვნებს, რაც რა თქმა უნდა, სამწუხაროა. თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს მხოლოდ სპეკულაციებია და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული, მიკერძოებული ადამიანების მიერ მოყვანილ ცრუ, მოგონილ ინფორმაციებზე დაყრდნობილ ანგარიშს ეხება და ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის.

მეორე მხრივ ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, მით უფრო მაშინ როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი მედიის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა თუ ინფორმაციებს“, - განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების პრაქტიკის 2022 წლის ანგარიშში ასევე მოხვდა მედია სააგენტო BMG-ის ჟურნალისტის, თელარა გელანტიას მთავრობის სხდომაზე არდაშვების ფაქტი, რომელიც 2022 წლის სექტემბერში, ორგზის დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები