მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს

609274094d4c8
ინგა მურუსიძე
05.05.21 14:46
407
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში დადგეს. როგორც მან განმარტა, მეტი კონკრეტული მექანიზმის დასახელება ჯერ არ შეუძლია, თუმცა მობილობის შემცირებასა და თავდაცვის საშუალებების აქტიურ გამოყენებაზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერ არაფერია.

"მობილობის გარკვეული შეზღუდვის მექანიზმი, რომელიც ახლა მოქმედებს, არის უქმე დღეები 12 მაისამდე. ამას ექნება გარკვეული ეფექტი და ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, შესაძლოა, დადგეს საკითხი დამატებითი ღონისძიებების შესახებ. კონკრეტულად რა დამატებითი ღონისძიება დაგვჭირდება, ამასთან დაკავშირებით საუბარი მიჭირს, მაგრამ ჯანდაცვის სექტორის მხრიდან მობილიზაციის ხარისხი გაიზრდება;

როდესაც გავიარეთ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი, მაშინ მობილიზებული საწოლების რაოდენობა იყო 7500, რაც იმ პერიოდისთვის მაქსიმუმი იყო. არ ვფიქრობთ, რომ ამ რაოდენობას მივაღწევთ, რადგან გარკვეული იმუნიტეტი უკვე არის ქვეყანაში, დასვენების დღეებიც შეღავათს მოგვცემს. ასევე ჯანდაცვის სისტემის მზაობა ამ პერიოდში  მაქსიმალური იქნება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.