მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ გაბუნია: თავად კომპანიამ შეგვატყობინა, რომ ტესტი იყო წუნდებული

5e7dc9e535bb2
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.20 13:44
1091
"თავად ამ კომპანიამ შეგვატყობინა, რომ ტესტი იყო წუნდებული. ხელშეკრულება არის ანულირებული, ამ კომპანიასთან ჩვენ აღარ ვაგრძელებთ თანამშრომლობა,"- განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გაფორმებულ კონტრაქტზე, რომლითაც საქართველო 215,000 სწრაფ ტესტს ყიდულობდა. 

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს განაცხადა, რომ იქამდე, სანამ საქართველო ამ სწრაფი ტესტების შემოწმებას დაიწყებდა, ამ ტესტების ლუგარის ლაბორიატორიაში შემოწმება მოხდებოდა. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩომ საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა, რომ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ის ამ დრომდე არ აქვს მიღებული ჩინეთის სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციის ლიცენზია, რათა აღნიშნული პროდუქცია გაყიდოს.

საელჩოს ეს განცხადება ესპანური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ ჩინური კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტების სიზუსტე დაპირებული 80%-ის ნაცვლად მხოლოდ 30%-ია.

23 მარტს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 215,000 სწრაფი ტესტის შეძენის შესახებ ხელშეკრულება სწორედ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გააფორმა. ხელშეკრულების ღირებულება $1,182,500 დოლარი იყო.