"ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის კომისიის შეხვედრის შემდეგ, ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინის დანერგვის გეგმის შესრულება, სავარაუდოდ, პირველივე კვარტალში მოხდება, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება.
„პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი და რამდენიმე კვირა დასჭირდა ყველა იმ დეტალის დაზუსტებას, რომელიც გეგმაშია ასახული, როგორც პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრის, ასევე ტექნიკური დეტალების დაზუსტების კუთხით. ეს ითვალისწინებს ცივი ჯაჭვის მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობებს, ასევე მარეგულირებელ გარემოს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის პროგრამასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს, რადგან გვერდითი რეაქციების მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს აუცილებლად საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
დღეს ეს პროცესი უკვე დასრულებულია და ახლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გეგმის შესრულება დავიწყოთ, როგორც კი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი და ესეც, ვფიქრობთ, რომ პირველივე კვარტალში შესაძლებელი გახდება და იყოს მზაობა, როგორც სამინისტროს სტრუქტურების ფარგლებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ფარგლებში და რაც მთავარია, სამედიცინო დაწესებულებების დონეზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?