მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თამარ მეფის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩასა და დიდ დიღომში ავტობუსის ზოლები მოეწყობა

628e585181199
მარიამ ვარადაშვილი
25.05.22 21:50
3444

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის, ვიქტორ წილოსანის განცხადებით, თამარ მეფის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩასა და დიდ დიღომში ავტობუსის ზოლები (ბასლეინები) მოეწყობა.

“თამარ მეფის გამზირზე მომდევნო კვირიდან ხაზვითი სამუშაოები უკვე დაიწყება. რაც შეეხება თამარაშვილს, იქ მცირედი ინფრასტრუქტურული ჩარევებია საჭირო, ამიტომ ქალაქის გადაკეტვას ვერიდებით.

დაახლოებით 15 ივლისიდან დაიწყება სამუშაოები, ქალაქიც უფრო დაცლილი იქნება და ამით მოქალაქეებს გადაადგილებისას დისკომფორტს არ შევუქმნით. ასეთივე ვითარებაა დიდ დიღომთან დაკავშირებით და სამუშაოების დაწყებას ივლის-აგვისტოში ვფიქრობთ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები სწორედ იმას ემსახურება, რომ მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობა გაიზარდოს, რითაც გაცილებით უკეთეს მდგომარეობას მივიღებთ, ვიდრე დღეს გვაქვს. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლების შექმნა  მნიშვნელოვანია, რათა მგზავრთა გადაადგილება გაუმჯობესდეს”, - აცხადებს წილოსანი.