მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანადაფინანსებები, სუბსიდირება - სფეროები სოფლის მეურნეობაში, რომლებსაც მთავრობა დაეხმარება

5efdb0ab66452
ინგა მურუსიძე
02.07.20 15:10
1078
თანადაფინანსებები, სუბსიდირება - მთავრობა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ცვლილებებს გეგმავს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ იმ სფეროებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა მხარს დაუჭერს, მათ შორის სუბსიდირების მიმართულებით:

ჩაის სექტორი - „გვაქვს მნიშვნელოვანი თანადაფინანსების კომპონენტი, სადაც თანადაფინანსება თითქმის 100%-ს შეადგენს. ახლა ვასტიმულირებთ ჩაიზე კერძო სექტორის მოთხოვნას ჩაიზე საბრუნავი საშუალების თანადაფინანსებით. ეს გულისხმობს, რომ 12-თვიანი საბრუნავი საშუალების საკრედიტო დაფინანსების პირობებში, ჩვენ საკრედიტო თანადაფინანსებას მოვახდენთ. ანუ ხდება პროცენტის სუბსიდირება“ - ამბობს დავითაშვილი.

სასურსათო მრეწველობა - „ეს ითვალისწინებს მეტ თანადაფინანსებას ისეთ სექტორებში, როგორიც არის პურ-პროდუქტების წარმოება, მაკარონის და ა.შ. სურსათის სამრეწველო მიმართულებით კრედიტების თანხა 5-დან 10 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო კრედიტის ვადები 36 თვემდე“ - თქვა ლევან დავითაშვილმა.

თხილის სექტორი - „იცით, რომ ფერმერებს ძირითადად წვდომა სჭირდებათ საბრუნავ საშუალებებზე. ფერმერებს აქვთ ხარჯები და სჭირდებათ საბრუნავი საშუალებების აღება. საუბარია პროდუქტზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან თავდებობაში ჩადგომას ფერმერებისთვის. ანუ გარანტიის მიცემას, იმისთვის, რომ ბანკებმა დააფინანსონ ფერმერები. თუ ფერმერი ორგანიზებული ასოციაციის წევრია, ის კონკრეტული რეკომენდაციებს მიყვება და სტანდარტის შესაბამისად უვლის ფერმას, სახელმწიფო მას უზრუნველყოფაში მიყვება. თხილის მოსავლის მიმართულებით წელს პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“.

მევენახეობა და მეღვინეობა - "შეღავათიან აგროკრედიტში ცალკე თავია, რომელიც წლიდან წლამდე ეფექტურად არის გამოყენებული და ითვალისწინებს კაპიტალური ხარჯების ნაწილში პროცენტის სუბსიდირებას, ასევე გულისხმობს საბრუნავი საშუალებების პროცენტის თანადაფინანსებას ყურძნის სექტორში. საკმაოდ რთული იქნება წლევანდელი სეზონი ღვინის ინდუსტრიისთვის და ამ შემთხვევაშიც ლოგიკურია ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ. მეღვინე კომპანიებს, სპირტის მწარმოებლებს შეუძლიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ღვინოს აწარმოებენ 18 თვით, მიიღონ შეღავათიანი კრედიტი, ხოლო თუკი გრძელვადიან პროდუქტს და საბრენდე სპირტს აწარმოებენ, მიიღონ თანადაფინანსება სახელმწიფოსგან“.

მეხილეობა - „ჩვენი პროქტით ფერმერები შეძლებენ უწყვეტად და ხარისხიანად წყლით ხარისხიანად შეძლონ თავიანთი ფერმების მომარაგება“. 

სანერგე მეურნეობები - „აქამდე გვქონდა ახალი სანერგე მეურნეობების თანადაფინანსების კომპონენტი და ახალი პროექტით, არსებული მეურნეობების მოდერნიზაციაც განხორციელდება“.