მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თანამშრომლები იცრებიან, თუმცა სტატისტიკას არ ვაწარმოებთ - "თბილისის სატრანსპორტო კომპანია"

614b3f6821591
ინგა მურუსიძე
23.09.21 10:15
699
საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის მინიმუმ 60% უნდა აიცრას. 22 სექტემბრის მონაცემებით კი, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 25.6%. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური აცრების რაოდენობას კლებადი ტენდენცია აქვს - მაგალითად, 22 სექტემბერს ქვეყანაში მხოლოდ 13 962 აცრა ჩატარდა. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია ყველა პროფესიული ჯგუფისთვის, როგორც - სახელმწიფო, ისე - კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, რომელიც დღევანდელლი მდგომარეობით, 6 350 ადამიანს ასაქმებს, გვითხრეს, რომ ვაქცინაციის სტატისტიკას არ აწარმოებენ, თუმცა თანამშრომელთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით მძღოლები, კონდუქტორები, პარკინგის თანამშრომლები, აცრილები არიან.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თანამშრომლებზე, რომლებსაც მგზავრებთან აქვთ შეხება: მძღოლები, კონდუქტორები, კონტროლიორები. ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე მძღოლების დიდმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი და მათ დაეხმარა ვაქცინაციის ორგანიზებაში. პროცესი ნებაყოფლობითია. უმეტესობა მათგანი აცრილია და პროცესი გრძელდება. ბაზა არ დგება, რიცხობრივი მაჩვენებლები არ გვაქვს, თუმცა დიდი ნაწილი აცრილია“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.

კითხვაზე - ხომ არ იგეგმება რაიმე სახის საინფორმაციო კამპანია ან მხარდამჭერი აქცია, რომ ვაქცინაციის პროცესი წახალისდეს, კომპანიაში პასუხობენ, რომ განსაკუთრებული ღონისძიება ამ მხრივ დაგეგმილი არ არის.

„ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ნებაყოფლობითია და ასეა მძღოლებისთვისაც“, - ამბობენ კომპანიაში.