თბილისის მეტროს მეორე - საბურთალოს ხაზი გაჩერებულია - აღნიშნულის შესახებ BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათი ცნობით, საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზია და მგზავრების მომსახურება ვერ ხდება, თუმცა კომპანიაში ჯერ ვერ აზუსტებენ კონკრეტულად რა ხარვეზია. „ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ჯგუფი მუშაობს“, - აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.