მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა

მეტრო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში bm.ge-ს განუცხადეს, მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტზე" ერთ-ერთ მატარებელს შეექმნა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც, მისი ჩანაცვლება უნდა მოხდეს.

რა ტიპის ტექნიკური ხარვეზია, სატრანსპორტო კომპანიაში არ ამბობენ. სოციალურ ქსელში გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" კი ავრცელებს ფოტოს და ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, "მეტროს ვაგონი ჩაეხსნა და მგზავრები ტექნიკური უნივერსიტეტის სადგურზე ჩამოსვეს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები