თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის გაჩერების საინფორმაციო ელექტრონულ ტაბლოებს ყიდულობს. შესაბამისი ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "ქართული მიკროელექტრონიკაა".
კომპანია დედაქალაქისთვის 250 ტაბლოს 1 391 500 ლარად უზრუნველყოფს. ტაბლოები გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად სამი თვის განმავლობაში უნდა მიაწოდოს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მწარმოებლის შუქდიოდური ტაბლოს წარმოება უნდა იყოს სერტიფიცირებული ISO9001 სტანდარტის შესაბამისად, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტმა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად.