მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თანამშრომლების ტრანსპორტირება დღეში 100 ლარი დაგვიჯდება” - რესტორანი “HONORE”

608cf84360bee
ანა ჯოხაძე
01.05.21 12:00
2161
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში 4-11 მაისის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეებია გამოცხადებული. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ყველა დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ უქმე დღეებში კერძო სექტორს დასვენების ვალდებულება არ აქვს. რესტორნები არსებული რეგულაციებით მუშაობას აგრძელებენ უქმე დღეებშიც, თუმცა გაზრდილი ხარჯებით. როგორც რესტორან “HONORE”-ს დამფუძნებელი ალექსანდრე ბაგრატიონი ამბობს, ტაქსით თანამშრომლების გადაადგილება კვირაში 100 ლარი უჯდება, რაც უქმე დღეებში ჯამურად მცირე რესტორნისთვის სოლიდური თანხაა.

“ჩვენი რესტორნის მაგალითზე გეტყვით, რომ ტაქსის მომსახურება, თანამშრომელების სამსახურში მოყვანა და სახლში წაყვანა დღეში 100 ლარი გვიჯდება, რაც თვეში გამოდის 3000 ლარი. ეს კი რესტორნისთვის, რომელიც პატარაა, თან ფრთები არ აქვს გაშლილი და თან პანდემიის პერიოდში უწევს ოპერირება, არის ძალიან დიდი ხარჯი”-აცხადებს ალექსანდრე ბაგრატიონი.