პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილე ზურაბ აზარაშვილი დანიშნა.
ახალი მინისტრი პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
ზურაბ აზარაშვილი რომ ჯანდაცვის მინისტრი გახდებოდა, ამის შესახებ bm.ge ორი დღის წინ წერდა.
ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიმდინარე წლის თებერვლიდან მუშაობს. უფრო ადრე კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტა“-ს გენერალური დირექტორი იყო - ამ თანამდებობაზე ის ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს დანიშნა.
ზურაბ აზარაშვილის სამუშაო გამოცდილებაში საფინანსო სფეროს ბევრი წელი უჭირავს - საბანკო კარიერა 2010 წელს თიბისი ბანკით დაიწყო და 2020 წელს „ტერაბანკის“ კომერციული დირექტორის პოსტით დაამთავრა. 2003-2008 წლეში კი „ქართუ ბანკში“ მუშაობდა.
შეგახსენებთ: ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლა 9 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა და იქვე თქვა, რომ მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებდა. ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ სამინისტროს საქმიანობის ვრცელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძემ პრეზენტაციაზე პრემიერი და მინისტრები არ მიიწვია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი