“ეფეს საქართველოს” კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა, რომ ბიზნესისთვის ევროკავშირში ინტეგრაცია უმთავრესად ინსტიტუციური რეფორმების კუთხით არის მნიშვნელოვანი.
“უნდა გავათვიცნობიეროთ რომ ევროკავშირი იმ ტიპის ქვეყნების ერთობაა, სადაც კანონის უზენაესობა, სამართლიანობაა და თუ გვინდა ამ ოჯახის წევრობა, რისკენაც ისტორიულად ყოველთვის მივისწრაფოდით, უნდა შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი თუ სოციალური პოლიტიკა.
ყველაფერი უნდა შევცვალოთ და ევროკავშირს მოვარგოთ, რადგან ეს არის მსოფლიოში საუკეთესო მოდელი. მარტო ყოფნით საქართველო ერთმნიშვნელოვნად დაიღუპება ან ვინმეს არასწორი გავლენის ქვეშ მოხვდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს ალტერნატივა არ აქვს და გვინდა მისი წევრები ვიყოთ. შეიძლება ჩემგან უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულება თავისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ან/და ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არა თავისუფალი ვაჭრობაა, არამედ ის ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში უნდა გავატაროთ”,-აცხადებს ხუნძაკიშვილი.
როგორც მან BMG-ის ეთერში განაცხადა, ბიზნესი მთავრობასთან შეხვედრისას სხვადასხვა ფორმატში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ხოლო აქციები ან სხვა სახის აქტივობა სამოქალაქო საზოგადოების პრეროგატივაა.
“ბიზნესი საკუთარ საქმეს აკეთებს - ასაქმებს ადამიანებს, ვიხდით გადასახადებს. როგორც წესი ბიზნესი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვაქვს. ჩვენს დონეზე შესაძლოა ეს საჯარო არ იყოს, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ. დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები უნდა იყვნენ მედროშეები, ვიდრე ბიზნესი. კომპანიები არ დადგებიან აქციაზე და არ იტყვიან რომ “ნატახტარი” გამოდის და რაღაცას აპროტესტებს, ასეთი რაღაცეები არ ხდება”,-აცხადებს ხუნძაკიშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი