მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TBC Capital: წელს, საქართველოს ყველა სექტორი, გარდა ორისა, 2019 წლის შედეგებს გადააჭარბებს

60df11767b2d3
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.21 23:00
949
TBC Capital-ის მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტენდენციის შესახებ ისაუბრა. განახლებული პროგნოზით, TBC Capital-ი წელს ქვეყანაში 10.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - კონკრეტული სფეროების მიხედვით წელს ბრუნვის 2019 წლის დონის გადაჭარბება ყველა მიმართულებით არის ნავარაუდევი გარდა ორისა - ესენია კომერციული უძრავი ქონება და ტურიზმი.

“ჩვენ გადავხედეთ ყველა სექტორის მაჩვენებლებს და ყველგან ველოდებით, რომ წელს 2019 წლის დონე გამეორდება ან უფრო მეტი იქნება, გარდა ორი მიმართულებისა - ესენია ტურიზმი და კომერციული უძრავი ქონება,”- განაცხადა მერი ჩაჩანიძემ.

TBC Capital-ის შეფასებით, წელს საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წლის შემოსავლების 40%-ის დონეზე უნდა აღდგეს. ფაქტობრივი მონაცემების მიხედვით, იანვარ-მაისში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 177 მილიონი დოლარი მიიღო.