მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში სადგომები არ არის, ტურისტების ჯგუფი მიმყავს და ვერ ვაჩერებ ავტობუსს, სადაც მჭირდება - Check–in Travel

642543cfbd7fd
ელენე გოგბერაშვილი
02.04.23 19:14
1179
ტურისტული სააგენტო Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში თბილისში, ტურისტული ავტობუსების სადგომების პრობლემაზე საუბრობს. ია გედევანიშვილის თქმით, სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა ტურისტულ ბიზნესს ტურს უძვირებს და დაგეგმვის პრობლემას უქმნის.

„პრობლემაა ავტობუსების გაჩერება, სადგომები არ არის, ჯგუფი მიმყავს და ვერ ვაჩერებ ავტობუსს იქ, სადაც მე მჭირდება. ავტობუსების პრობლემა თბილისის მუდმივი პრობლემაა. ვერ ვაჩერებთ ავტობუსებს, არ არის ფიზიკურად სადგომები. მესმის, რომ აფერხებს მოძრაობას, მაგრამ ხომ უნდა იყოს რაღაც ადგილები გამოყოფილი, რომ შევძლოთ, ტური კარგად დავგეგმოთ“,-აცხადებს ია გედევანიშვილი.

მისი თქმით, პრობლემის საქმის კურსშია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და თბილისის მერია, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემის გადაწყვეტა ვერ ხერხდება.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველთვის საქმის კურსშია, ძალიან კარგად მუშაობენ, მაქსიმალურად ცდილობენ დაგვეხმარონ. ამ შემთხვევაში ვერ გვეხმარებიან, რადგან ეს არ არის მათი პრობლემა, ეგ არის თბილისის მერიის პრობლემა. მერია ცდილობს რაღაც გააკეთოს, მაგრამ ეს არ არის ერთი ან ორი დღის საქმე“,-ამბობს ია გედევანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები