მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ომია, რეგიონი ტურისტულად აღარ განიხილება... სამწუხაროდ დღესაც ასეა - Check – in Travel-ის დირექტორი

642adcf05ec74
ელენე გოგბერაშვილი
03.04.23 23:30
662
„რეგიონი გახდა არასტაბილური. როცა რეგიონში ომია, არ არის მიზანშეწონილი იმ რეგიონში არც წასვლა, არც დასვენება, ტურისტულად აღარ განიხილება უბრალოდ და სამწუხაროდ დღესაც ასეა,“ - აცხადებს ტურისტული სააგენტო Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში.

ია გედევანიშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა ნეგატიური გავლენა იქონია ტურიზმის სექტორზე. იმის გამო, რომ რეგიონი გახდა არასტაბილური, გაუქმდა ძალიან ბევრი ტურისტული ჯგუფის ვიზიტი ევროპიდან.

„ევროპა ძალიან ფრთხილია, ძალიან უფრთხილდება თავის ტურისტებს, მოქალაქეებს და ოდნავ რაღაც პრობლემა თუ ჩნდება რომელიმე რეგიონში, გაიცემა ცნობა, რომ არასტაბილური რეგიონია და არ არის რეკომენდებული ტურიზმისთვის. იქ მორჩა ყველაფერი. დღესაც ასეა“,- აცხადებს გედევანიშვილი.

მიუხედავად ამისა, ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ევროპიდან ტურისტების გარკვეული რაოდენობა მაინც ჩამოვა საქართველოში. ამასთან ტურიზმში შემოსავლების გენერირება შესაძლებელია არაბული ბაზრიდანაც.

„ევროპიდან ხალხი მაინც შემოვა. გასაგებია, რომ არარეკომენდებულია, მაგრამ ყველა მაგას მაინც არ უსმენს და ნაწილობრივ მაინც იქნება შემოსვლა. შეიძლება არ იყოს იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ მაინც შემოვლენ. ამასთან, არაბული ბაზარი გაიზარდა. ძალიან მაღალმხარჯველი ბაზარია და იქიდან შემოვა თანხები. არაბი ტურისტი საკმაოდ ბევრს ხარჯავს, ევროპელი ხარჯავს საშუალოდ 300-500 ევროს. არაბი ხარჯავს საკმაოდ კარგად. ჩვენ არ ვმუშაობთ არაბულ ქვეყნებთან, მაგრამ ვიცი მეგობრებისგან და ძალიან კმაყოფილები არიან“,-აცხადებს ია გედევანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები