მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისი, აჭარა... - კორონავირუსის გავრცელების გეოგრაფია

61ab1cfdc61b2
BM.GE
04.12.21 11:47
500
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 54 482 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 510 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 972 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათშივირუსით ინფიცირების 3 950 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელ 2 014 პირი, ხოლო ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.66% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.33%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 950 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 657 შემთხვევა, აჭარაში - 152, იმერეთში - 686, ქვემო ქართლში - 222, შიდა ქართლში - 343, გურიაში - 108, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 274, კახეთში - 208, მცხეთა-მთიანეთში - 126, სამცხე-ჯავახეთში - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 40.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 47 695-ია, საიდანაც:

6 528 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 565, აჭარაში - 562, იმერეთში - 1 353.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 601 პირი, მათ შორის, თბილისში - 592, აჭარაში - 103, იმერეთში - 508. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, მათგან თბილისში - 203, აჭარაში - 42, იმერეთში - 35.