მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისი ჰილსი“ გარდაბანში მზის ენერგიის სადგურის მშენებლობას გეგმავს

6345834803a4b
გვანცა სანაია
12.10.22 09:45
1523
„თბილისი ჰილსი“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე საკუთარ კომპლექსში, 7 000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ნახევარი მეგავატი მოცულობის მზის ენერგიის პარკს ააშენებს. მშენებლობისთვის 0,5 მლნ დოლარია გამოყოფილი. პარკის მშენებლობის ნებართვა უკვე შეთანხმებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტთან. 

როგორც BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგს სამსახურში განუცხადეს, სადგური ოპერირებას მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს. 

“ევროპის ქვეყნები უკვე წლებია ამ მიმართულებით ახორციელებენ ინვესტიციებს. საქართველოში კი "თბილისი ჰილსი" ერთ-ერთი პირველია ამ ტრენდის დანერგვაში. მზის ენერგიის გამოყენება მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება, როგორც ეს ელექტროენერგიის მიღების სუფთა წყარო”, - განუცხადა BM.GE-ს “თბილისი ჰილსის” CFO-მ და დირექტორთა ბორდის წევრმა, სერგეი მილერსმა.

ინფორმაციისთვიის, „თბილისი ჰილსის“ პროექტი გარდაბანში 331 ჰექტარზეა განთავსებული და საცხოვრებელ სახლებს, აპარტამენტებსა და მიწის ნაკვეთებს აერთიანებს. პროექტი ასევე მოიცავს პროფესიონალურ 18-ფოსოიან გოლფის მოედანსა და რესტორანს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია „თბილისი ჰილსის“ პროექტის ტექნოლოგიური ინოვაციებისა და განახლებადი ენერგიის კუთხით განვითარება. „თბილისი ჰილსის“ პროექტში უკვე ინვესტირებულია 65 მლნ აშშ დოლარი, ხოლო პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 400 მლნ აშშ დოლარია.