მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლისთვის ჩინეთში მზის პანელების საერთო სიმძლავრე 1 000 გიგავატს მიაღწევს - კვლევა

განახლებადი ენერგია

Rystard Energy-ს ახალი კვლევის თანახმად, 2026 წლისთვის ჩინეთი ქვეყანაში დამონტაჟებული მზის პანელების სიმძლავრეს 1 000 გიგავატამდე გააორმაგებს, რასაც განახლებად ენერგიაში ჩადებული გაზრდილი ინვესტიციის ხარჯზე შეძლებს. გარდა ამისა, ჩინეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის მოცულობა 1 200 გიგავატამდე გაზარდოს. 

გასულ წელს ჩინეთმა ქარის ენერგიის მოცულობა 365 გიგავატით, მზის პანელების სიმძლავრე კი - 392 გიგავატით გაზარდა, რითაც ქვეყნის მიერ გამომუშავებულმა განახლებადმა ენერგიამ მსოფლიო მოცულობის მესამედი შეადგინა. 2023 წლის ბოლომდე ჩინეთი განახლებადი ენერგიის დამონტაჟებული სიმძლავრის მოცულობას, სავარაუდოდ, 500 გიგავატით გაზრდის.

ჩინეთმა მზის ენერგიის პოპულარიზაციის პროგრამა 2021 წელს დაიწყო, რითაც მასშტაბური პროექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები