მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 6-დან 4,5 საათამდე შემცირდება – გოჩა ენუქიძე

5f3506a09913b
BM.GE
13.08.20 13:19
2243
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.

კერძოდ, ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. 

ცნობისთვის, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი, რაჭის დეპუტატის ინფორმაციით, დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.