მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიამ საბავშვო ბაღებში კვებაზე ₾104-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

62cbcd1a08226
შოთა ტყეშელაშვილი
11.07.22 11:14
753
თბილისის მერიამ მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში კვებაზე 104 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების ორი ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ბაღების მომარაგებას შეეხება და მისი ღირებულება 73-მილიონი ლარია. მეორე ტენდერის ღირებულება კი 31.3 მილიონი ლარია და ის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების მომარაგებას შეეხება.

განაცხადის თანახმად, თბილისის საბავშვო ბაღების საკვებით მომარაგება 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის დეკემბრამდეა გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 ივლისს იწყება და 21 ივლისს მთავრდება. სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა წინასწარ დადგენილი ფასებით უნდა მოხდეს.

ამჟამად, ბაგა ბაღების საკვებით მომარაგებას შპს ეკოლუქსი ახდენს, რომელსაც 63-მილიონიანი კონტრაქტი 2020 წელს გაუფორმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები