მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მთავრობა 2021 წელს პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარს ელის

5fba5dd720d0b
თელარა გელანტია
22.11.20 16:46
1411
მომავალ წელს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარის შემოსავლის მიღებას პროგნოზირებს.
ამის შესახებ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტიდან ირკვევა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტის თანახმად, პრივატიზაციიდან 48 მლნ ლარის შემოსავლის მიღებაა დაგეგმილი, მაგრამ 9 თვეში კახა კალაძის გუნდმა 27.1 მლნ ლარის მობილიზება შეძლო, რაც წლიური გეგმის 56.8%-ია.

კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, ძირითადი აქტივების გაყიდვიდან მიღებულია 3 მლნ ლარი, მატერიალური მარაგების გაყიდვიდან - 239.4 ათასი ლარი, ხოლო არაწარმოებული აქტივების (მიწა) გაყიდვიდან - 23,965.4 ათასი ლარი.
რამდენად მოხეხებს, კალაძის გუნდი წლიური გეგმის შესრულებას, დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება.

9 თვეში თბილისის ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 27 მლნ შევიდა - როგორ სრულდება გეგმა?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები