მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

601a58cbc8e0f
ინგა მურუსიძე
03.02.21 10:35
707
მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტზე კახა გულედანი დაინიშნა. სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი პოსტზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

კალაძის თქმით, გულედანს დიდი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში მუშაობის, რადგან ის იკავებდა რეგიონული
განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის პოსტს, მუშაობდა მეტეოროლოგიის ცენტრში და ა.შ.

„მას მართვის დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, ახალ პოსტს ღირსეულად გაართმევს თავს. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.