მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ბიზნესმენი მოკლეს

62b5dd3f81249
BM.GE
24.06.22 19:52
2891
შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ბაგებში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ბიზნესმენი ლევან კაჭარავა.

Wikipedia-ს თანახმად, ლევან კაჭარავა 1994 წლიდან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის კომპანია “ჯორჯიან ტრანზოილის” დამფუძნებელი იყო. 1995–1996 წლებში მან ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ერთად დააფუძნა „Silk Road Group”-ი რომლის სამეთვალყურეო საბჭოს პოსტსაც იკავებდა.

2006 წლიდან კაჭარავა Silk Road Group-ს გამოეყო და დაარსა კომპანია Multiplex-ი. 2008 წელს მან პარტნიორებთან ერთად გამოისყიდა თბილისის წყლის კომპანია, 2008 წელსვე დააფუძნა ჰოლდინგი Multiplex Petrolia Logistics Solutions BV.

2013 წლის დასაწყისში, კაჭარავამ დააფუძნა ჰოლდინგი, „Multiplex Logistics Solutions BV“, რომელიც ასევე ლოგისტიკის სფეროშია ჩართული.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ Multiplex-ის ჰოლდინგი ყულევში ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის განხორციელებას განიხილავდა.