მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში და დასავლეთის ავტომაგისტრალზე 50 ელექტროდამტენი დამონტაჟდება - კალაძე

63106c7f1ee41
ვიქტორია მღებრიშვილი
01.09.22 12:24
1223
თბილისის მერია, კერძო სექტორთან ერთად დედაქალაქსა და დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟების პროექტს აანონსებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მერია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეთა მხრიდან ელექტრომობილების შეძენა წაახალისოს და ეს პროექტიც ამ მიზნით ხორციელდება. თბილისის მერს პროექტის ღირებულებაზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დედაქალაქსა და ავტობანზე ელექტროდამტენების პროექტი 7 თვეში უნდა განხორციელდეს.

„თბილისის მუნიციპალიტეტი კერძო სექტორთან ერთად დამატებით 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტს ახორციელებს. აქედან 30 დამტენი დედაქალაქის სხვადასხვა უბანში დამონტაჟდება, ხოლო 20 დამტენი დასავლეთის მიმართულებით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე მოეწყობა. ელექტრომობილების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალაქში, არამედ ქალაქგარეთაც, რათა ხელმისაწვდომი იყოს მათი გამოყენება. შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამას და დასავლეთის მიმართულებით მოეწყობა ორი დამტენი სადგური, სადაც თბილისი-ბათუმი და ბათუმი-თბილისის მიმართულებით, თერჯოლაში "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებზე განხორციელდება ეს პროექტი და თითო მიმართულებაზე 10 დამტენი სადგური მოეწყობა თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით და დასასვენებელი სივრცეებით. აღნიშნული პროექტი მომდევნო 7 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს და ვიმედოვნებ, კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს ზედმიწევნით შეასრულებს“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები