მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში დაკეტილი სასტუმროების 53 თანამშრომელი დროებით "კარფურში" დასაქმდება

5e71c8f137838
თელარა გელანტია
18.03.20 11:07
6836
თბილისში, კორონავირუსის გამო, დროებით დაკეტილი 5 სასტუმროს 53 თანამშრომელი დროებით „კარფურის“ ქსელში დასაქმდება.

ამის შესახებ bm.ge-ის აღნიშნული სასტუმროების მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი თანამშრომლები შეინარჩუნოს და ამ ვითარებაში მათ მოკლევადიან დასაქმებაზე ზრუნავს.

„ამ ეტაპზე, ჩვენთვის უმთავრესია პერსონალი და მათი კეთილდღეობა. ვცდილობთ, სტაფის შენარჩუნებას და ამაში გვერდში დაგვიდგა „კარფური“. მაქსიმალურად შევეცადთ, რომ ჩვენი პერსონალი, ერთი თვით, დროებით გადაგვენაწილებინა „კარფურში“ მათი საცხოვრებელი მისამართების მიხედვით, რათა ტრანსპორტის გამოყენებაც არ დასჭირდეთ. „კარფური“ კიდევ საჭიროებს კადრებს, ამიტომ შეიძლება, სხვა სასტუმროებმაც ისარგებლონ ამით. უკვე ვეკონტაქტე „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელებს და ასევე სხვა სასტუმროებს“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.