მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეგვიჩერებია, რეგიონებში პრობლემებია - ტრაპაიძე

5eaadc6130261
სალომე მეცხვარიშვილი
01.05.20 09:45
1084
საქსტატმა 2020 წლის მარტის ეკონომიკურ ზრდის მონაცემი გამოაქვეყნა. შედეგად გასულ თვეში 2.7%-იანი ეკონომიკური შემცირება დაფიქსირდა. სამშენებლო სექტორი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორთან ერთად ის გამონაკლისია, სადაც მარტში ზრდა დაფიქსირდა. სამშენებლო სექტორის ზრდაში ძირითადად მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოიაზრება. სამაგიეროდ 33%-ით არის შემცირებული მარტში ექპლუატაციაში შესული მშენებლობების ფართობი.

კომპანია “კავკასუს როუდ პროჯექტის” ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები რომლებსაც ისინი თბილისში ახორციელებდნენ, პრაქტიკულად, არ შეჩერებულა, თუმცა, რეგიონებში პრობლემები შეექმნათ, რადგან ამ დრომდე მუშაობის განახლებისთვის ეკონომიკის სამინისტროდან ნებართვებს ელიან.

ტრაპაიძის თქმით, რეგიონებში სამუშაო ნებართვებს, დაახლოებით, 3 კვირაა ელოდებიან.

“ჩვენ ვმუშაობთ წყალტუბოდან ხონში გადსასვლელ პროექტზე, ეს პროექტი გაჩერებულია. ასევე, გაჩერებულია ხარაგაულის რაიონში არსებული პროექტი, ასევე,  ჩხორუწყუში ერთი პროექტი - ნებართვა არ გვაქვს”, - ამბობს პაატა ტრაპაიძე.