მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სერიოზული მიდგომაა საჭირო, რათა პროცესებმა კატაკლიზმების გარეშე ჩაიაროს - პაატა ტრაპაიძე რიკოთზე

64525bf4de09a
თელარა გელანტია
03.05.23 17:54
1042
„ბევრი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ დღეს ძალიან სერიოზული მიდგომაა საჭირო და ალბათ მიუდგნენ კიდეც ისე, რომ პროცესებმა დიდი კატაკლიზმების გარეშე ჩაიაროს, რიკოთი სერიოზული თემაა“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გზების მშენებლობის სფეროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის - „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელმა და გენერალურმა დირექტორმა პაატა ტრაპაიძემ რიკოთის უღელტეხილზე (სადაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი შენდება) განვითარებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებულ კითხვას.

ამასთან, პაატა ტრაპაიძის აზრით, „ასეთი დიდი პროექტების დროს შეცდომები ხდება“.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრი ვისწავლე, მაგრამ ამ თემის სპეციალისტი არ ვარ. არის ასეთი გამოცდილი გეოლოგი შოთა ადამია, რომელმაც ერთი წინადადება თქვა და დაამთავრა - „რიკოთულას ხეობაში ფერდებისთვის ხელის ხლება არ შეიძლებოდა“. ეს ალბათ პროექტის განმახორციელებლებს უნდა განესაზღვრათ.

საერთოდ ასეთი დიდი პროექტების დროს შეცდომები ყოველთვის ხდება და დაზღვეული არავინაა, ამიტომ მოდით, ნუ გავხდებით რომის პაპზე დიდი კათოლიკები. ჩვენც გვქონია შეცდომები, მაგრამ ალბათ უფრო გახსნილები რომ ვიყოთ, უფრო ღია კომუნიკაცია რომ იყოს, კარგი იქნებოდა...“, - თქვა პაატა ტრაპაიძემ.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-კმ - 194 კმ-ზე ავტომობილები ამ დრომდე შეზღუდული რეჟიმით გადაადგილდებიან. ასევე ჯერ ცნობილი არაა, რიკოთზე, ჯერ მთის ფერდის ჩამოშლის, შემდეგ კი ქვათა ცვენისა და მეწყრული პროცესების შესწავლის შედეგები, რომელიც 30 მარტიდან დაიწყო.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები