მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა, ეკონომზე კი 16%-ით შემცირდა

619b3c59332f3
თათია ჩაფიჩაძე
22.11.21 10:44
719
Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ბაზრის აღდგენის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2021 წლის ოქტომბერში 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით ახალაშენებული ბინების მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნია, რომ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეკონომ სეგმენტი 16%-ით შემცირდა, პრემიუმ სეგმენტი - 27%-ით.

Colliers Georgia-ს მიხედვით, თბილისში, ოქტომბერში 3,141 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 150 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით შემცირდა, ბაზრის ზომა კი 7%-ით გაიზარდა.

ამასთან, 2021 წლის ოქტომბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2,113 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 1%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით ნაკლებია.

2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 5%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.