Colliers Georgia-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ივლისში ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა, 1მ²-ის ღირებულება კი გაიზარდა.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის ივლისში, ბათუმში 1,162 ბინები გაიყიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით ჩამორჩება. ბაზრის ზომა კი 10%-ით შემცირდა და 53 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბათუმში 2023 წლის ივლისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომსეგმენტებში კი მაჩვენებლის 8% და 39%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ღირებულებას, ბათუმში 2023 წლის ივლისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 21%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 986 დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 9%-ით, 670 აშშ დოლარამდე გაიზარდა.