მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში, ნოემბერში 993 ბინა გაიყიდა - ახალ და ძველ პროექტებში ტრანზაქციები შემცირებულია

ბათუმი ბინები

ნოემბერში, ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაყიდვები შემცირდა და ამ პერიოდის განმავლობაში სულ 993 ბინა გაიყიდა.

RECOV.GE-ზე გამოქვეყნებული განახლებული მიმოხილვის მიხედვით, წინა წლის ნოემბერთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 41%-ით, ბაზრის ზომა კი 43%-ით, 43 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

„2023 წლის ნოემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვით, 11-თვიან პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2022 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 15%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები