მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმში ახალ ბინებში მ²-ის ფასი $1 162-მდე გაიზარდა - რამდენი ბინა გაიყიდა ივლისში?

თათიას სახლი

ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 5%-ით გაიზარდა და ზღვისპირა ქალაქში ჯამში 1,247 ბინა გაიყიდა.

Colliers Georgia-ს მიერ Recov.ge-ზე განახლებული საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა უფრო მეტად - 16%-ით გაიზარდა და 68 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც უძრავი ქონების ფასის ზრდით არის განპირობებული.

"ბათუმში ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და მ²-ზე 1,162 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, მ²-ზე 951 აშშ დოლარამდე შემცირდა", - ნათქვამია მიმოხილვაში.

აღნიშნულ პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების გაყიდვები 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 36%-იანი კლება დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები