მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში Pfizer-ის აცრაზე ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო - სამინისტრო

605de139072b3
BM.GE
26.03.21 17:24
2517
„ფაიზერის“ რეგისტრაციის ჯავშნები პრაქტიკულად შეივსო თბილისში. ადგილები არის ქუთაისსა და ბათუმში - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.

მისი თქმით, დაინტერესება იმდენად მაღალია, რომ ვაქცინაციაზე ინფორმაციის მისაღებად ამოქმედებულ ცხელ ხაზზე (15 22) ხარვეზები ფიქსირდება.

„ველოდებით შევსებას, რომ ზუსტად ვიცოდეთ რამდენი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა დარჩება . მას შემდეგ რაც ყველაფერი შეივსება , დაახლოებით 3 000 დოზამდე უნდა იყოს დარჩენილი რეზერვში , კიდევ გაიხსნება დამატებითი დრო , რომ სრულად მოხდეს მისი დაჯავშნა. ადგილები, რომლებიც ეხლა არის გამოყოფილი 14 აპრილამდე პერიოდშია. 6 კლინიკაში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაცია ტარდება შესაძლოა სამუშაო საათები გახანგრძლივდეს და მალევე მოხდეს იმ დოზების ასახვა, რომელიც მარაგში იქნება. ეს მას შემდეგ გვეცოდინება რაც ქუთაისის და ბათუმის რეზერვები ამოიწურება“-განაცხადა გაბუნიამ.