მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეა წულუკიანი: შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებში ბავშებთან და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული

5e6f56a7b65bd
BM.GE
16.03.20 14:42
974
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საზოგადოებას მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე იუსტიციის სახლებს სერვისის მისაღებად არ მიმართონ. ამასთან, მინისტრი აცხადებს, რომ მოქალაქეებმა სერვისის მიღების დროს ბავშვებთან და სხვა თანხმლებ პირებთან ერთად სიარული უნდა შეწყვიტონ. 

"მიუხედავად ჩემი და საქართველოს მთავრობის არაერთი განცხადებისა, მოქალაქეების მოსვლა გრძელდება, მათ შორის თანმხლები ბავშვებითაც. მინდა გთხოვოთ, შეწყვიტეთ იუსტიციის სახლებსა და ჩვენს სხვა ინფრასტრუქტურაში ბავშვებთან ერთად და თანმხლებ პირებთან ერთად სიარული. ასევე თავადაც ნუ მობრძანდებით თუ არ გაქვთ სერვისის მიღების გადაუდებელი აუცილებლობა. ყველას უნდა ესმოდეს, ჩვენ არ ვდგავართ ჩვეულებრივი გამოწვევის წინაშე.

დაიცავით რიგებში ერთი მეტრის დისტანცია და ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც რიგის დაცვაზე შენიშვნას მოგცემენ, რადგანაც ამგვარი ინციდენტები დღეს დაფიქსირდა", - აცხადებს თეა წულუკიანი.