მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტს PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება ექნება

5eeb4e401a099
ვიქტორია მღებრიშვილი
18.06.20 15:33
2679

პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღების წესებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ტურისტს ტესტი ადგილზე ჩაუტარდება, რომლებიც საკარანტინე სასტუმროში მის პასუხამდე განთავსდებიან.

„ქვეყნებს შორის სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები არსებობს. პირველი, რა მოთხოვნაც გვაქვს არის, რომ ტურისტს თან ექნება PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ კოვიდი არ აქვს. იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც დოკუმენტი არ ექნებათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტესტის ჩატარებას აეროპორტში და იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ტურისტების დიდ ნაკადებს, მოლაპარაკებებია სასტუმროებთან, სადაც ტურისტების განთავსება მოხდება და დაელოდებიან ტესტის პასუხებს“, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უცხოელი ტურისტების დასახვედრად ყველა წესი შემუშავებულია. 

„გვაქვს მრავლობითი პუნქტები იმისათვის, რომ მოხდეს ტურისტების გატესტვა საჭიროების შემთხვევაში. ასევე ჩვენ ვინარჩუნებთ ყველა იმ საკარანტინე სივრცეს, რომელიც იყო დღემდე არსებული, უბრალოდ ჩვენ გვაქვს რაოდენობრივი ცვლილება აქ შეტანილი, ვინაიდან გარკვეულ სასტუმროებს ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ მათ მიიღონ ტურისტები, თუმცა ყველა სასტუმრო ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ის უსაფრთოხების ნორმები, რომელიც შემუშავებულია ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომანდაციაზე დაყრდნობით.

ჩვენ გვაქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, ეს მნიშვნელოვანია; ასევე ჩვენ გვაქვს კოორდინაცია და დალაგებული ლოგისტიკა ყველა საჭირო ლაბორატორიასთან, რომელიც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს და ეს ნიშნავს იმას რომ ეტაპობრივად ჩვენ შეგვეძლება 3 000 – 4 000 და შემოდგომამდე უკვე 10 000 ტესტის ჩატარება დღიურად რაც უზრუნველყოფს იმას რომ დიაგნოსტიკა იქნება დროული“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრისგან განსხვავებით, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, კონკრეტული პასუხი არ ჰქონდა, რა წესების დაცვით მოხდება ტურისტების მიღება და რა მიდგომა იქნება საზღვრის გახსნის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნდებიან. გამყრელიძემ თქვა, რომ ყველა კითხვას პასუხი ერთი კვირის შემდეგ გაეცემა.