მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტები აქ, კარანტინში სამყოფად არ ჩამოდიან“ - გამყრელიძე

5eeb2f3de3d4d
ინგა მურუსიძე
18.06.20 13:24
1264
„ტურისტები აქ, კარანტინში სამყოფად არ ჩამოდიან“ - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ მიიღებს ქვეყანა ტურისტებს და გადაიყვანენ თუ არა მათ კარანტინში.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები, გავდივართ ბოლოში ამ რეგულაციების შემუშავებაზე, თუ როგორ უნდა მივიღოთ ტურისტები. ვსაუბრობთ სხვადასხვა ე.წ. „მწვანე ქვეყნებთან“, რომ იქაც გაიხსნას ტურიზმი. ჯერ ვერ გეტყვით რა იქნება, ვიდრე ბოლომდე არ დასრულდება მოლაპარაკება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში საზღვრის გახსნის შემდეგ დაბრუნდებიან-კითხვაზე მოხდება თუ არა მათი საკარანტინე სივრცეში გადაყვანა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ  ყველა კითხვაზე პასუხები დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ექნება.

შეგახსენებთ: საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა, ხოლო საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისს იხსნება.