მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტენდერებში კომპანიები მხოლოდ ფასით არ უნდა შევარჩიოთ - ბეჟან წაქაძე ცქიტიშვილს

602cfd5772d30
ინგა მურუსიძე
17.02.21 15:20
964
დეპუტატი ბეჟან წაქაძე ინიციატივით გამოდის, ტენდერებში კომპანიების შერჩევის კრიტერიუმები გადაიხედოს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, ამჟამად ტენდერებში კომპანიების შერჩევა ფასების მიხედვით ხდება, რაც ძალიან ცუდია, რადგან შედეგად პროექტები უხარისხოდ სრულდება და დროში იწელება.

მან კონკრეტული ინიციატივით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ვიცე პრემიერს მაია ცქიტიშვილს, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

„მინდა გადავხედოთ ტენდერებში კომპანიების შერჩევის კრიტერიუმებს კანონმდებლობაში. განსაკუთრებით ადგილობრივ დონეზე ტენდერებში ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ ფასებს და ძირითადი კრიტერიუმი არის ფასებით კომპანიების გამარჯვება, რაც ცუდი ტენდენციაა, რადგან ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ გაწელილ პროექტებს და მათ მდაბიო ხარიხსს, რის გამოც გაცილებით მეტი გვიჯდება ესა თუ ის პროექტი. ვფიქრობ, უნდა გადაიხედოს კანონი შერჩევითი კრიტერიუმების შესახებ, რომელსაც ეს კანონი არეგულირებს, რადგან ნათქვამია - „მე არც თუ ისე მდიდარი ვარ, რომ იაფფასიანი ვიყიდოო“. თუ ამას გავითვალისწინებთ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც არც თუ ისე მდიდარია. შერჩევის კრიტერიუმები მხოლოდ ფასები არ უნდა იყოს და ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან კარგი პროდუქცია იაფ ფასებში, მაგრამ უნდა იყოს ხარისხზე ორიენტირებული“, - მიმართა ბეჟან წაქაძემ ვიცე-პრემიერს.