მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თენგიზ ცერცვაძე: პიკი 2-3 კვირაში დაიწყება, 3 კვირა გაგრძელდება და დაღმა წავა

5e844008b20c1
ინგა მურუსიძე
01.04.20 11:41
2155
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი 2-3 კვირაში დაიწყება, 3  კვირა გაგრძელდება და შემდეგ წავა დაღმა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ეს მისი პირადი მოსაზრებაა, თუმცა არავინ იცის, როგორ მოიქცევა ვირუსი, რომლის ბუნებაც არავინ იცის.

„საქართველოში ინფექცია გავრცელდება, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ  ჩვენ მოვახერხეთ ინფექციის შიდა გავრცელების ფაზის დაგვიანება 3 კვირით და დისტანცირებული ვართ ევროპის იმ ქვეყნებისან, სადაც მასიურად ვრცელდება ვირუსი და მასიური სიკვდილიანობაა...  ჩემი პროგნოზია, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მოიმატებს, სამწუხაროდ, გაჩნდება ციფრები იმ ძალიან საპატიო გრაფაში, სადაც ნული გვიწერია, გაჩნდება ლეტალობა. ჩვენთან იქნება მასობრივი გავრცელება, თუმცა ეს იქნება ასეულები და არა ათეულ ათასები, მაგრამ საბლოოდ, არავინ იცის, როგორ მოიქცევა კორონავირუსი. ეს ჩემი პირადი პროგნოზია, რომ პიკი იქნება 2-3 კვირაში, შენარჩუნდება კიდევ სამი კვირა და მერე წავა დაღმა“, - განაცხადა ცერცვაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში.