მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას”-დავით მესხიშვილი

6238a872afe29
ანუკა ჯოხაძე
21.03.22 20:20
19682

ტექინსპექტირების კომპანიები მორიგ მიმართვას ამზადებენ- ამჯერად ადრესატი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილია, რომლის უწყებაც ქვეყანაში ტექინსპექტირების რეფორმაზეა პასუხისმგებელი. კერძო სექტორი აცხადებს, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, რადგან არ ხდება კანონის აღსრულება. გზებზე კამერები ხშირად გამორთულია, რის გამოც ჯარიმების გამოწერა არ ხდება, აღსრულების მექანიზმს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აძლიერებს.

პრობლემებთან დაკავშირებით ბიზნესმა მიმართვა რამდენიმე თვის წინ როგორც პრემიერ მინისტრის, ისე შინაგან საქმეთა მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის სახელზე გააზავნეს. თუმცა როგორც დღეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს მათგან გამოხმაურება არ ყოფილა. მისი თქმით, დღეს რეფორმა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, რაზეც დაუყონებლივ უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან რეაგირება.

“ჩვენ ვხედავთ ქალაქში ავტომობილებს, რომლებიც შეფერილი კვამლით ხასათდება და ტექნიკურად გაუმართავია, მასზე პოლიციას კი რეაგირება არ აქვს. ხშირ შემთხვევაში კამერების გამართულობა აჩენს კითხვებს, ხშირად კამერები საერთოდ გათიშულია. მთლიანობაში ეს ტექნისპექტირებაზე მიმართვიანობაზე აისახება. ძალიან საგანგაშოა, რომ ჩვენი კვლევით ავტობუსების და მიკროავტობუსების მხოლოდ 15% ცხადდება ტექინპექტირებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მგზავრების გადაყვანა დიდი ალბათობით ხდება ტექნიკურად გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. კანონის აღსრულება არის მთავარი გამოწვევა. ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში მიმართვა კერძო სექტორის მხრიდან იყო გაკეთებული, თუმცა პასუხი არ მიგვიღია თუ რატომ არ ხდება მინისტრის ჩარევა, როცა რეფორმა საფრთხის წინაშე დგას.”-აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი.

ცნობისთვის, პრობლემებზე საუბარი დაიწყეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს გასულ კვირას მოუსმინეს.