მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ $1.5 მილიარდის ბიტკოინი იყიდა და გადახდების ბიტკოინში მიღებას გეგმავს

60213ea19d992
BM.GE
08.02.21 17:28
2658
Tesla-მ $1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინები იყიდა - ამის შესახებ კომპანიის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიაში წარდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა. 

Bloomberg-ის თანახმად, კომპანია ემზადება იმისთვის, რომ ავტომობილების გაყიდვები კრიპტოვალუტის მეშვეობითაც განახორციელოს.

CNBC წერს, რომ კრიპტოვალუტაში $1.5 მილიარდის დაბანდებამ კომპანიის არაერთ ინვესტორს კითხვის ნიშნები გაუჩინა, რადგანაც ბიტკოინის ღირებულება ყოველდღიურად მკვეთრად იცვლება. ამჟამად ერთი ბიტკოინი $44 ათასი დოლარი ღირს, რადგან ბოლო 24 საათში ის 12%-ით გაძვირდა.