22.თებერვალი .2020 00:00

Tesla-მ ბერლინში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით სასამართლოსგან ნებართვა მიიღო

views 476
უკან

მსოფლიოში ცნობილმა ელექტრომანქანების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ გერმანიის სასამართლოსგან ხეების მოჭრასთან დაკავშირებით ნებართვის მოპოვება შეძლო, ასე რომ კომპანიას შეუძლია ევროპული გიგა-ქარხნის მშენებლობა განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Tesla-ს უკვე აქვს ნებართვა ბრანდერბურგში მდებარე 91 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ხეებისგან გაასუფთაოს. კომპანია იმედოვნებს, რომ ქარხნის მშენებლობა 2021 წლისთვის უკვე დასრულდება და წელიწადში 500,000-მდე მანქანის წარმოებას გეგმავს. ეს იქნება კომპანიისთვის მეოთხე გიგა-ქარხანა, დანარჩენი სამი განთავსებულია ნევადაში, ნიუ-იორკში და შანხაიში.

შეგახსენებთ, ქარხნის მშენებლობისთვის მომამზადებელ სამუშაოებს  ეკო-აქტივიტების პროტესტი მოჰყვა. მათი პროტესტი ხეების მოჭრამ გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ ელექტრომანქანების საწარმო ზიანს აყენებს გარემოს.