მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ და Panasonic-მა მზის პანელების ერთობლივი წარმოება შეწყვიტეს

5e5648691edb7
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.20 23:40
591
ამერიკულმა ელექტრომანქანების მწარმოებელმა Tesla-მ და იაპონურმა კომპანია Panasonic-მა მზის პანელების ერთობლივი წარმოება შეწყვიტეს. არსებული მონაცმემებით, კომპანიები ისევ გააგრძლებენ თანამშრომლობას Tesla-ს ელექტრონული მანქანებისთვის ელემენტების წარმოების თვალსაზრისით. ამის შესახებ ინფორმაციას  Fox News-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ილონ მასკი ისევ ენთუზიაზმით არის განწყობილი მზის პანელების სახურავების წარმოების ბიზნესის მიმართ, რომელიც 2016 წელს დაიწყო Panasonic-თან ერთად. შეთანხმების მიხედვით, Panasonic-ს უნდა ეწარმოებინა მზის პანელები, რომელბიც განკუთვნილი იქნებოდა Tesla-ს მზის პანელების სახურავებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, Panasonic-მა ვერ შეძლო მზის პანლების წარმოებაში იმ სტანდარტების შეთავაზება, რაც Tesla-სთვის მისაღებია. ამჟამად კომპანია ჩინეთში დამზადებულ მზის პანელებს იყენებს და აღნიშნული ბიზნესისთვის ახალ პარტნიორს ეძებს.

როგორც გამოცემა იუწყება, Tesla-მ გასულ წელს 1.53 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო მზის პანელების სახურავების წარმოებიდან, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 6%-ია.