მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა

5dd7e9b2de563
ნათია თაქთაქიშვილი
23.11.19 00:10
16818
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა ელექტრომანქანის უახლესი მოდელი წარადგინა. ეს გახლავთ პირველი კიბერმანქანა, რომელიც აღჭურვილია ბრონირებული მინით და ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის  დაფარვა შეუძლია. მასკის განცხადებით, პიკაპის ფასი 39,990 აშშ დოლარიდან იწყება.


კიბერმანქანის პრეზენტაცია ლოს-ანჯელესში გაიმართა. Tesla–ს ხელმძღვანელის განცხადებით, ელექტროპიკაპი მყარი და უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, მინები კი ტყვიაგაუმტარია.


აღნიშნულის დასამტკიცებლად მან პრეზენტაციაზე, თავის თანაშემწეს ექსპერტიმენტის ჩატარება სთხოვა, როდესაც პიკაპის შუშებს ფოლადის ბურთი ესროლეს. თუმცა, მინები გაიბზარა, რის საპასუხოდ, მასკმა ხუმრობით განაცხადა, რომ "მთავარია ბურთი შიგნით ვერ შევარდა".


როგორც ცნობილია, კიბერპიკაპი სამი მოდელით იქნება წარმოდგენილი ბაზარზე. მანქანა, ერთი ძრავით და უკანა წამყვანი თვლებით 400 კმ-ის გავლას შეძლებს, ორმაგი ძრავით და წინა და უკანა წამყვანი თვლებით - 480 კმ-ს დაფარავს, ხოლო სამმაგი ძრავით და წინა-უკანა წამყვანი თვლებით - 800 კილომეტრს გაივლის.