მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TESLA-მ რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილები გამოუშვა

642aa82b388aa
გიორგი თოლორდავა
04.04.23 00:30
1338
კომპანია Tesla-მ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეკორდული რაოდენობის ელექტრომობილების წარმოება შეძლო. საერთო ჯამში, სამ თვეში კომპანიამ 422,875 ერთეული ელექტრომობილი გამოუშვა, რაც 36%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 4%-ით აღემატება გასული კვარტლის შედეგებს.

ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოებულ ელექტრომობილებს შორის, რა თქმა უნდა, Tesla-ს ყველაზე ბიუჯეტური ავტომობილი, Model 3-ია, რომელსაც რაოდენობით ქროსოვერი Model Y მოჰყვება.

Tesla-ს დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, აშშ-ის, გერმანიისა და ჩინეთის ქარხნებით სრული დატვირთვით ჯერაც არ მუშაობენ, შესაბამისად, კომპანიას გაცილებით უფრო მეტის საწარმოო პოტენციალი აქვს.

რეკორდულად მაღალი შედეგის მიუხედავად, პირველ კვარტალში ანალიტიკოსები დაახლოებით 10,000 ერთეულით მეტი ელექტრომობილის წარმოებას პროგნოზირებდნენ.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.