მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Tesla-ს აქციების ფასი 7%-ით დაეცა

5d96473797eec
მიხეილ ხაჩიძე
03.10.19 23:04
871

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ გაყიდვების ახალი რეკორდი დააფიქსირა. როგორც კომპანიის მენეჯმენტმა კალიფორნიაში, პალო ალტოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მილიარდერ ილონ მასკის მიერ დაარსებულმა კომპანიამ წლის მესამე კვარტალში, მთლიანობაში 97,000 ავტომობილი გაყიდა, წინა კვარტალში კი -  95,000 მანქანა.





Tesla-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ კომპანიამ 79.600 Model 3 სედანი გაყიდა, წინა კვარტალთან  შედარებით ეს რიცხვი 2.6%-ით გაზრდილია. ამავდროულად, Model S და Model X-ის მანქანების 17,400 გაყიდვა დაფიქსირდა, რაც 250-ით ნაკლებია გასული კვარტლის მონაცემზე.  The Verge იუწყება, რომ ამ წლის მხოლოდ ცხრა თვეში, Tesla– მ 255,000 ელექტრო მანქანა გაყიდა, ეს კი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე - მთელი 2018 წლის გაყიდვები.




გაყიდვების გაუმჯობესების მიუხედავად, ბაზარი მაინც იმედგაცრუებულია. ხუთშაბათის მონაცემებით, ინვესტორების მხრიდან აქციებისადმი ინტერესი საკმაოდ შესუსტდა და Tesla-ს აქციები 7%-ით დაეცა.



ანალიტიკოსებს უკეთესი შედეგის მოლოდინები ჰქონდათ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "თესლას" ამბიციურმა აღმასრულებელმა დირექტორმა სულ ცოტა ხნის წინ მასობრივად რეკორდული გაყიდვები დაანონსა. მაშინ ილონ მასკმა განაცხადა: ”ჩვენ გვაქვს შანსი, რომ მივაღწიოთ 100,000-იან გაყიდვას”.




როგორც ბაზრის მიმომხილველები აცხადებენ, Tesla-ს ბოსისთვის ახლა ძალიან რთულია მისი ამბიციური წლიური მიზნების მიღწევა. როგორც ცნობილია, 2019 წელს ილონ მასკი  360,000-დან 400,000-მდე ავტომობილი გაყიდვას პროგნოზირებს. ამისთვის კი, წლის ბოლო კვარტალში "თესლას" გაყიდვების ბუმია საჭირო.