12.მაისი .2021 20:25

Tesla-ს ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები 27%-ით შეუმცირდა

Tesla-ს ჩინეთის ბაზარზე გაყიდვები 27%-ით შეუმცირდა
views 278
უკან

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს გაყიდვები ჩინეთის ბაზარზე შემცირდა. გასულ თვეს კომპანიამ მხოლოდ 26,000 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც მარტთან შედარებით 27%-ით დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ჩინეთის სამგზავრო მანქანების ასოციაციაში აცხადებენ, Tesla-ს ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირება ადგილობრივი ელექტრომობილების წარმოების გაზრდით არის განპირობებული. Tesla-ს გაუარესებული გაყიდვების ფონზე Nio-ს, Xpeng-ის, და Li Auto-ს გაყიდვები გაიზარდა.

გამოცემა წერს, რომ აპრილში Tesla-ს გაყიდვების წილმა ელექტრომობილების მთლიან გაყიდვებში მხოლოდ 17% შეადგინა, ნაცვლად მარტში დაფიქსირებული 27%-იანი წილისა.

CNN-ის ინფორმაციით, Tesla-ს გაყიდვების შემცირება ინვესტორების წუხილის მიზეზი გახდა და გავლენა იქონია კომპანიის აქციების ღირებულებაზე. ბოლო მონაცემებით, კომპანიის აქციების ფასი საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე 2%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად - 743%-ით გაიზარდა, თუმცა 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე აქციების ფასმა 29%-ით დაიკლო.