მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტესტირების არეალი ფართოვდება: "დღიურად 14-15 ათასი ტესტი გაკეთდება"

5fa3e56e209ae
ინგა მურუსიძე
05.11.20 15:48
1196
ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღიურად PCR და ანტიგენზე დამყარებული ტესტების საერთო რაოდენობა, სავარაუდოდ, 14-15 ათასამდე ავა.

“გუშინ გამოვიდა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენების არეალი ფართოვდება. ბევრი ადამიანი მიმართავს საავადმყოფოებს რესპირაციული სიმპტომებით - შეიძლება ეს იყოს გრიპის ვირუსი ან კორონავირუსი. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგი და უკვე ჯანმოს პროროტოკოლია, რომ ანტიგენზე დამყარებულმა ტესტმა გააფართოვოს არეალი. ტესტების უმრავლესობა დარიგდება მოშორებულ რეგიონებში - სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, სადაც სწრაფი დიგნოსტირება გვჭირდება“, - განმარტა ამირან გამყრელიძემ.